გიორგი კახიანი: პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე განიხილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაიმართება.
„ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად კობახიძე განიხილება. ეს პრემიერმაც დაადასტურა. რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებს, ამაზე ძალიან ბევრი ითქვა. საბოლოოდ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ეს საკითხი გადაწყდება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩატარდება“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები