მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ შესაძლოა, ჩხარტიშვილის საქმის განმხილველი კოლეგია შეცვალოს

სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და „თი-ბი-სი ბანკ“ – „აგრიკომს“ შორის მიმდინარე დავის მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ შესაძლოა, საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ვერსია” აქვეყნებს. 14900617_323613984692096_4559427043272291276_n
სტატიაში “რატომ ითხოვს ვანო ჩხარტიშვილი სხვის კუთვნილ ქონებას?” მოთხრობილია დავის ისტორია და ის დარღვევები, რაც ამ საქმის განხილვას ახლავს თან.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი “თი-ბი-სი ბანკსა” და შპს “აგრიკომს” უჩივის და ფოთის “წისქვილქარხნის” იმ აქტივების დაბრუნებას ითხოვს, რაც “თი-ბი-სი ბანკმა” 2010 წელს აუქციონის წესით, კანონიერად გაასხვისა.
ქონების გასხვისების მიზეზი ჩხარტიშვილის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობა იყო. ბიზნესმენი ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში აუქციონის შედეგის ბათილად ცნობასა და “წისქვილქარხნის” დაბრუნებას ითხოვდა, რაც მას საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. “თი-ბი-სი ბანკმა” და შპს “აგრიკომმა” საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
სააპელაციოში საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან შპს “აგრიკომის” ახალ ადვოკატს ირაკლი ჟორჟოლიანს მოსამართლე გუჯაბიძემ, 11-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილი იმ ქონებას ითხოვს, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს ვერდიქტით, მას არასდროს ეკუთვნოდა.
ინგლისელმა მოსამართლემ პიტერ სმიტმა, რომელმაც საქმე ქართული კანონმდებლობით განიხილა, 2015 წელს დაადგინა, რომ ფოთის წისქვილკომბინატი პატარკაციშვილის ქონება იყო და მისმა ბიზნესპარტნიორმა ჩხარტიშვილმა მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, სხვა ქონებებთან ერთად მიითვისა.
სტატიას თან ახლავს ფოტომასალა – რას წარმოადგენდა წისქვილკომბინატი 2010 წელს ანუ მაშინ, როცა იგი “თი-ბი-სიმ” აუქციონის წესით გაასხვისა და რას წარმოადგენს ქარხანა დღეს.
მრავალმილიონიანი ინვესტიციით, ახალი ნაგებობებით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი “აგრიკომმა” მომგებიან საწარმოდ აქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები