გიგლა ბარამიძე: დღეს საქართველოში ცუდი ამინდიც რომ იყოს, მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ უნდა მიმართოს

ყველაფერზე პასუხისმგებლობა დღეიდან „ქართულ ოცნებას ეკისრება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ ექნება არანაირი ბარიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან მათ აქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა.
„აჰა „ქართულო ოცნებავ“ ბურთიც და მოედანიც. დღეიდან ამ პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტია ყველაფერი, რაც კი ქვეყანაში მოხდება, რადგან მათ აქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა. დღეს საქართველოში ცუდი ამინდიც რომ იყოს, მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ უნდა მიმართოს“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები