კაჭრეთში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან

ამ წუთებში კაჭრეთის „ამბასადორში“, მე-9 მოწვევის პარლამენტის ახლადარჩეული დეპუტატები იკრიბებიან. ისინი მომავალ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ეს შეხვედრა არანაირად არ უკავშირდება კონსულტაციებს საპარლამენტო ან სამთავრობო თანამდებობებთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება კონკრეტულად იმ საკითხების განსახილველად, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში დგას კანონპროექტებთან დაკავშირებით და ა.შ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები