გიგლა ბარამიძე: ხუხულასავით ჩამოიშალნენ პარტიები, პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას

ჩვენი პარტია არ აპირებს სერიოზულ კატაკლიზმებს და მოვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარამიძემ ის პოლიტიკური ლიდერები გააკრიტიკა, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პარტიები დატოვეს. ბურჯანაძის პარტიის წევრი ასეთ პოლიტიკოსებს მერყევებს უწოდებს.
„გარბიან, მირბიან, მორბიან, ეს ადამიანები, ვინც ერთი თვის წინ ხალხს ქვეყნის აშენებას პირდებოდნენ, დღეს ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას. ხუხულასავით ჩამოიშალნენ პარტიები, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. წავიდნენ საკუთარი „ევროპული მიმართულების“ პარტიებიდან და ახალი „ევროპული პოლიტიკურ გაერთიანების“ შექმნას აანონსებენ, რაც ძალიან არასერიოზულია.
ჩვენს პარტიაში სერიოზული კატაკლიზმები არ იგეგემება, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ამის ადგილიც უნდა იცოდე და დროც. ჩვენ მოვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კვირას“ პრესკლუბში „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები