თემურ თუმანიშვილი: ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიისთვის შეიძლება სავალალო შედეგები დადგეს

საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ანალიზს აკეთებენ. ექსპერტებმა ორივე კანდიდატის ბიოგრაფიაზე „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოსთვის გაცილებით კარგი შედეგი იქნება თუ ამერიკის პრეზიდენტი „დემოკრატი“ კანდიდატი გახდება.
“ყველასთვის ცნობილია ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მიუხედავად მისი კეთილგანწყობისა ამ სახელმწიფოსადმი, მას გაპრეზიდენტების შემთხვევაში. მაინც გაუჭირდებ გადალახოს ის წინააღმდეგობები, რაც რუსეთსა და ამერიკას შორის არსებობს. ტრამპის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა სამხრეთ კავკასიისთის სავალალო შედეგები მოიტანოს, რადგან ის უპირატესობას დიდ ქვეყნებს ანიჭებს და რეგიონული პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს“, – განაცხადა საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლმა თემურ თუმანიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჰილარი კლინტონის დადებით დამოკიდებულებაზე შედარებით პატარა სახელმწიფოების მიმართ, საუბრობენ ქართველი ექსპერტები.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატი კლინტონი ობამას პოლიტიკურ კურსს უფრო აქტიურად გააგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
“ბოლო სკანდალამდე თითქოს ჰილარი კლინტონისკენ იყო გადახრილი სასწორი, თუმცა ახლა უკვე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, ეს არ არის ფორმალური არჩევნები და ძნელი სავარაუდოა ვისაუბროთ იმაზე, რომ დემოკრატები მესამედ მოვლენ ამერიკის ხელისუფლებაში,“ – ირაკლი ტორონჯაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები