შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ტ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები