“პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა”

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და უდავოდ მას ექნება გუნდის მხარდაჭერა, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
”სახელდება ბევრი სხვადასხვა პოზიცია, მე ვერც ჩემ თავთან და ვერც სხვასთან დაკავშირებით, გარდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარისა, ვერ დავადასტურებ ვერაფერს. არის სხვადასხვა შემოთავაზებაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ პოლიტიკურ საბჭოზე. პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა და უდავოდ მას ექნება გუნდის მხარდაჭერა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები