ეკა ბესელია: კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ სად შეიძლება იყოს, მიმდინარე კვირას დასრულდება

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე კვირას დასრულდება, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
”ორი დღეა, რაც განხილვების პროცესი დაიწყო. კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ სად შეიძლება იყოს, მიმდინარე კვირას დასრულდება. ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სამუშაო ფორმატი, გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეთანხმდება. განხილულია სხვადასხვა შემოთავაზებები კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები