დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ჯაშის და დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რესურსი მხოლოდ ორი კანდიდატით არ შემოიფარგლება.
“ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი და მარიამ ჯაშის კანდიდატურის განხილვა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ გამოცდილი კადრების რესურსი საკმაოდ დიდია და მხოლოდ ჩემი და მარიამ ჯაშის კანდიდატურები არ განიხილება.
იმ შეთხვევაში, თუ მე აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა არ დავიკავე, ჩემს ადგილს ვხედავ იქ, სადაც გუნდი გადაწყვეტს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები