დიმიტრი ხუნდაძე: ჩემს ოპონენტს ქვეყნის სასიკეთო საქმეში ჩემგან მხარდაჭერა ექნება

“ყველას მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენით ლაპარაკი შევწყვიტოთ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციიდან თავის ყოფილ კონკურენტს მიმართა, ის ცეზარ ჩოჩელს ქვეყნის სასიკეთო საქმეში მხარდაჭერას ჰპირდება.
“ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად თანაცხოვრება, მე მივმართავ ჩემს ოპონენტს , რომ ნებისმიერ საქმეში, რის განხორციელებასაც ის გადაწყვეტს ქვეყნის სასიკეთოდ, ჩემგან მხარდაჭერა ექნება ,თუკი მისი სურვილი იქნება.
არჩევნები დამთავრდა და უნდა შეგვეძლოს წაგების აღიარებაც, მოგებისაც, მაგრამ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აღარ ვისაუბროთ სიძულვილის ენით და ეს აგრესია შევაჩეროთ.
მე არ ვარ მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის დეპუტატი“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები