დიმიტრი ხუნდაძე: ირაკლი კობახიძის კანდიდატურის განხილვის დროს, ჩემი ხმა მისი ფარი იქნება

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის განხილვას ადასტურებს.
დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ კობახიძე, პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.
“ ვადასტურებ, რომ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, თუ ეს ასე იქნება, ჩემი ერთი ხმა, განხილვის დროს, მისი ფარი იქნება. ირაკლი არის განათლებული ადამიანი, რომელსაც მარტო პოლიტიკური გამოცდილება კი არა, აკადემიური მიღწევებიც გააჩნია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები