გუგული მაღრაძე: უნდა მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მნიშვნელოვან საკითხებზე

“კონსტიტუცია უნდა ასახავდეს იმ რეალობას, რაც ქვეყანასთან შესაბამისობაში მოვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი და სხვა აქტუალური თემები მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწის შემდეგ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.
“მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევის თუ სხვა საკითხები არ უნდა იხილებოდეს ასე ამოგლეჯილად, რადგან საქართველოს კონსტიტუცია წინა ხელისუფლებისგან გადმოგვეცა დასახვეწი და როგორც ამბობენ, თავის თავზე მორგებულია, ამიტომ ჯერ უნდა მივხედოთ კონსტიტუციას, შევიტანოთ გარკვეული სახის ცვლილებები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე.
მე ვთვლი, რომ კონსტიტუცია უნდა ასახავდეს ქვეყნის შიგნით არსებულ რეალობას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები