გუგული მაღრაძე: ირაკლი კობახიძემ აჩვენა, რომ მას აქვს საუკეთესო ორგანიზების უნარი

“მე აბსოლუტურად ვუჭერ მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ ირაკლი კობახიძე, თავის გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
გუგული მაღრაძე ირაკლი კობახიძის გამოცდილებასა და განათლებაზეც აკეთებს აქცენტს.
“ მე ვთვლი, რომ ირაკლი საუკეთესო კანდიდატია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ის არის უზომოდ განათლებული ადამიანი და ჩვენ დავინახეთ, რომ არის არაჩვეულებრივი ორგანიზატორი.
კახა კალაძის და მის მხრებზე გადაიარა მთელმა წინასაარჩევნო პერიოდის სტრუქტურულმა საკითხებმა, ამიტომ ირაკლის კანდიდატურას მხოლოდ მივესალმები“, -განაცხადა გუგული მაღრძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება თავად გუგული მაღრაძეს, ის მიიჩნევს, რომ მან საკუთარი გამოცდილების რეალიზება განათლების სფეროში უნდა მოახდინოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, მისივე განცხადებით, გუნდის მისაღებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები