გუგული მაღრაძე: „ნაციონალების გარდა“, ყველა ჯანსაღ და გამოცდილ კადრის, მივესალმები

„ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე თვლის,რომ ყველა გამოცდილ და კონსტრუქციულ ოპოზიციონერთან საუბარი დასაშვებია. მისივე განცხადებით, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსის პროფესიული გამოცდილება, აქედან გამომდინარე, გუგული მაღრაძე იმ პოლიტიკურ ძალებს ასახელებს, ვისთანაც თანამშრომლობა დასაშვებია.
საქართველოს პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, ვისთანაც არ ითანამშრომლებდა, „ნაციონალური მოძრაობაა.
“მე ვთვლი, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ ის რესურსი და პოტენციალი, რაც პარტიებიდან წასულ ბევრ ოპოზიციურ ლიდერს გააჩნია. თანამშრომლობა ყველასთან დასაშვებია, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. ერთადერთი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიქნები – არ უნდა შედგეს არანაირი თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები