გიორგი კახიანი: საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება

უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი გადაწყდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობები.
„მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. მომავალში იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ვფიქრობ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყდება. ჯერ მხოლოდ კონსულტაციების პროცესში ვართ“, -განუცხადა კახიანმა ჟურნალისტებს.
კახიანი არ აკონკრეტებს კომიტეტის თავმჯდომარეების შესაძლო კანდიდატურებს. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
„ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც მე-9 მოწვევის პარლამენტარები შეიკრიბნენ, საპროცედურო საკითხებზე მსჯელობა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები