არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის მოსახლეობის მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ოზურგეთელების ნდობას გაამართლებს და პარლამენტში მათ ინტერესს დაიცავს.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ გეგმავს.
„მოსახლეობა ჩემგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან, მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი, მე პატივს ვცემ ამ არჩევანს და, შესაბამისად, მზად ვარ, რომ ვიმუშაო საქართველოს პარლამენტში. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და მოსახლეობა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ოზურგეთის ოლქში, ჩვენგან ელოდება კონკრეტულ საქმეს საპარლამენტო სივრცეში და მე ამ მოლოდინებს ვუპასუხებ პარლამენტიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ოზურგეთში მაჟორიტარული სისტემით არჩევნები პირველ ტურში მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები