ფინანსთა სამინისტრო: ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით სრული სიზუსტითაა აღრიცხული

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აცხადებს, რომ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით სრული სიზუსტითაა აღრიცხული.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, ესაა წინასწარი მონაცემები, რომელიც კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, მონაცემები მცირედით გაიზარდოს.
„ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ აღირიცხება ყოველდღიურად მიღებული სახსრები, რასაც თვის ბოლოს ემატება ის თანხები, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების ფარგლებში, ამავე დონორის მიერ ხაზინის გაუვლელად, პირდაპირ ერიცხება შესაბამის შემსრულებელ ორგანიზაციებს,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ეს მეთოდოლოგია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სახაზინო სამსახური არსებობს, გამომდინარე აქედან, მინისტრის მოადგილის თქმით,  ყოველგვარი ბრალდება მონაცემების გაყალბების შესახებ სრული აბსურდია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ასევე, აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სახაზინო სამსახურის მიერ მოხდა დონორების მიერ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ნაშთების დახარჯვა.
„თითოეული დონორი აკონტროლებს თავის მიერ გამოყოფილ თანხას და  შეუძლებელია დონორის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მიმართულებით.  შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები