„ქართული ოცნების“ ოფისში საკონსულტაციო შეხვედრა იწყება

შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხანში „ქართული ოცნების“ოფისში გაიმართება, პარლამენტის სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ჯაშმა განუცხადა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შეხვედრას პრემიერი. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი მარი ჯაში აცხადებს, რომ შეხვედრაზე იმ პრიორიტეტებზე იქნება საუბარი, რომელზეც მუშაობას „ქართული ოცნება“ დაიწყებს.
„მე მაქვს შეხვედრა უშუალოდ პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც უკავშირდება უახლოეს დღეებში პარლამენტის სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ მოსამზადებელ საკითხებს. ჩემთვის პრიორიტეტი არის სამგორის მე-12 მაჟორიტარული ოლქი და იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შევიმუშავე,“-განაცხადა მარი ჯაშმა.
​მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რაც შეეხება მისი კანდიდატურის განხილვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები