ნიკა გვარამია ნაირა გელაშვილს მიმართავს – “ ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა”

“ ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა” – ასეთი კომენტარით ეხმაურება სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს.
“ ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია.“ – წერს ნიკა გვარამია. მწერალმა ნაირა გელაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში.
“არ შეიძლება „ნაცები“ პარლამენტში! ასეთ პარლამენტთან ერთად ხალხი ვერ იცხოვრებს! არ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა აზრითაც: თვით ლიბერალური ათეიზმით წელგამაგრებულებმაც არ შეიძლება მთლიანად უარყონ დანაშაულისა და ბედისწერის ერთმანეთზე გადაჯაჭვულობა! ვიდრე სისხლის სამართლისა და ზნეობრივი სამართლის დამნაშავეები პარლამენტში ისხდებიან და მათი ტრიბუნა „რუსთავი 2“ ასე გააგრძელებს მუშაობას, ქვეყანა სიკეთეს არ უნდა ელოდოს” – წერს ნაირა გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები