დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე („ზელიონკა“) შეასხეს

ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე („ზელიონკა“) შეასხეს – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და საყვარელიძის ფოტოს აქვეყნებს.
“ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში, დავით საყვარელიძეს სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თავად საყვრელიძეს კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებას წერს. „მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ასე მარტივად ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასეთი გამოხდომებით ვერ შეგვაშინებთ. ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია. მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ “ზელიონკას”. ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ“, – წერს დავით საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები