სამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნით დიწყება (ფოტო)

დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე, ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
„ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“ – აცხადებს აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.
14907596_1355056124527126_1938705196424439574_n 14656404_1355056061193799_7472325103808756715_n 14639780_1355055971193808_609125392481648514_n 14910422_1355055951193810_7806255623689587987_n 14907094_1355055831193822_7525986849836174113_n 14910368_1355055687860503_4522178960502454224_n 14956447_1355055644527174_5745199796231662845_n 14720392_1355055621193843_8097218956831832181_n 14632992_1355055541193851_4763247751754363706_n 14915134_1355055544527184_2458819752697483760_n 14910362_1355055534527185_6077948400121407233_n 14732121_1355055431193862_5190972289665386015_n 14956049_1355055747860497_1885395023503771308_n 14937204_1355055421193863_5075122600659789271_n 14956472_1355055641193841_7746125937519462341_n 14639826_1355055751193830_6063910299485316340_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები