ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და მომხდარის შესახებ განმარტავს.
”2016 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩა №7-ში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განმარტავს, რომ კომპანიის საავარიო სამსახურის ნომერზე (114), 12:46 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (112) დაფიქსირდა ზარი. საავარიო ბრიგადამ ოპერატიულად მოახდინა შემოსულ ზარზე რეაგირება და გავიდა გამოძახებაზე. გამოძახების ადგილზე დაფიქსირდა აფეთქება ავტოფარეხში.
სამართალდამცავი უწყებების მიერ მიმდინარეობს გამოძიება აფეთქების მიზეზების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.
ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. მან დამწვრობა მიიღო და ასევე აღენიშნება თავის ტრავმა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები