უსუფაშვილი: “რესპუბლიკელების“ სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია

“რესპუბლიკელების“ სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია“, -ამის შესახებ დავით უსუფაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
უსუფაშვილი პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.
„პარტიის მომავალზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებელსა და სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური და ტაქტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც, ჩემი აზრით მიუღებელია. ეს ხედვები მიუღებელია იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება პარტიის გავლენა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე. წინააღმდეგობას კი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოვახერხებ, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლების ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში დიდ პატივს ვცემ, ვაღიარებ მათ რესურსსაც “რესპუბლიკური პარტიის“ მომავლის განსაზღვრაში“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები