„მაესტროზე“ პოლიტიკური თოქ-შოუები იხურება

ტელეკომპანია „მაესტროზე“ პოლიტიკური თოქ-შოუები – „მაესტროს ფაქტორი“, „ღამის კონტაქტი“ და „SWOT -ანალიზი“ იხურება.
ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში წერია. გამოცემის ინფორმაციით, „მოვლენათა ეპიცენტრს“ კვირაში ერთხელ წაიყვანს ირაკლი ჩიხლაძე.
ცვლილებებია „იმედის“ არხზეც“. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანა ლეჟავა „იმედის რვიანში“ გამოჩნდება და გადაცემას ლევან ჯავახიშვილთან ერთად გაუძღვება. „იმედში“ გადადის ჟურნალისტი ნინო თოლორდავაც. გამოცემისვე ინფორმაციით, „იმედზე“ გამოჩნდება ნინო შუბლაძეც, რომელიც თეა სიჭინავას ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები