თამარ ჟვანია: ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი ჩააგდეს, სიმართლეს არ შეესაბამება

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულის საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დადასტურების შემთხვევაში განხორციელდება კანონით დადგენილი ყველა პროცედურა.
„ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა, ჯერჯერობით ფაქტის დადასტურება არ არსებობს. თუკი იარსებებს რაიმე სამართლებრივი პროცესი, საჩივარი, აუცილებლად განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურა. საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა გუშინვე გააკეთა კომენტარი, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოებში გვექნება რეაგირება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები