“საერთო ჯამში, საოლქო საარჩვენო კომისიებში შესულია 131 საჩივარი”

საოლქო საარჩვენო კომისიებში სულ შესულია 131 საჩივარი. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაწერილია საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საჩივრები ძირითადად დაწერილია შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით: საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება; მარკირების პროცედურის წესის დარღვევა; არაუფლებამოსილი პირების შესვლის მცდელობა საარჩევნო უბნებზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მცდელობა; გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა; გადასატანი საარჩევნო ყუთის საკანონმდებლო პროცედურების ხარვეზებით წარმართვა“,- განაცხადა მიქელაძემ. მიქელაძემ ისაუბრა მედიაში გავრცელებულ ფაქტზე, რომელიც მთაწმინდის #2-ე საარჩევნო უაბნზე მომხადრ ფაქტს ეხება.

„ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო მედიაში გავრცელებულ ფაქტზე, რომელიც მთაწმინდის #2-ე საარჩევნო უაბნზე მომხადრ ფაქტს ეხება. ადგილი ჰქონდა უბანზე სიტყვიერ შელაპარაკებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ პირს, რომელსაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი ჰქონდა, საუბნო საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას და აღნიშნული კადრების გავრცელებამდეც გვქონდა შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება მარნეულის ერთ-ერთ უბანთან დაკავშირებთ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ბიულეტენების ჩაყრაზეა საუბარი, ანა მიქელაძის ცნობით, თუკი ამასთან დაკავშირებით დაიწერება საჩივარი, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის თანახმად, შეისწავლის მას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მისივე ცნობით, ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. „ასევე, მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები