გია ვოლსკი აჭარელ ამომრჩეველს მადლობას უხდის

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს და ოპონენტების ბრალდებებს პოლიტიკურად განწირული ადამიანების საუბარს უწოდებს.
მისი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.
„პრაქტიკულად, ყველგან, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვიყავით, საქმიანი ატმოსფერო იყო და შიდა დაპირისპირება არც კომისიის წევრებში, არც დამკვირვებლებში და არც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებში არ ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს უნდა გადავუხადოთ, რომლებიც ერთ სოფელში ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ მხარს სხვადასხვა პარტიას უჭერენ, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან,“- აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები