ცესკო: 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5% შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 20:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 929 265-მა ამომრჩეველმა.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 62.53% გამოცხადდა.
ასევე, 50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 56.27% და ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 52.27%. ცესკო-ს ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა წინასწარი მონაცემებით, 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 21.84% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობა იყო 65-ე ოლქში, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 25.64%-მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები