სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ამის მიუხედავად არავითარ დაძაბულობას არ ელოდება. მისივე თქმით, მარნეულში „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატ თამაზ ნავერიანს დამაჯერებელი უპირატესობა აქვს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ აბსოლუტურად დამაჯერებელ გამარჯვებაში. არანაირ დაძაბულობას არ ველოდებით მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები