საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა ოფიციალურად დასრულდა

საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა ოფიციალურად დასრულდა. 20:00 საათისთვის უბნები დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო რჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში ჩატარდა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქებში ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულის #36-ე, ხაშურის #43-ე და ახალციხის #44-ე ოლქებისა, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა აჯობეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები