კანადაში მედდა გაასამართლეს, რომელიც რვა ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული

კანადაში მედდა ელისაბედ ტრეისი მაი ფეტლაუფერი გაასამართლეს, რომელიც რვა ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მედდა მოხუცთა თავშესაფარში რვა ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.  თავშესაფარი ონტარიოს პროვინციაში, ქალაქ ვუდსტოკში მდებარეობს.
დაღუპულთა ასაკი 75-დან 96 წლამდე მერყეობს. მათ შორის ხუთი ქალი და სამი მამაკაცი იყო.  პოლიციის ინფორმაციით, მედდამ მათ სასიკვდილო ინექცია გაუკეთა.
მკვლელობები 2007 – 2014 წლებში მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები