British Airways-ის თვითმფრინავი ვანკუვერში საგანგებოდ დაფრინდა

ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც სან-ფრანცისკოდან ლონდონში რეისს ასრულებდა, მარშრუტი შეცვალა და ვანკუვერში დაჯდა. როგორც ავიაკომპანიაში „ბი ბი სის“ განუცხადეს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გაირკვა, რომ ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
როგორც ვანკუვერის მედიკოსებმა ტელეკომპანია „სი ბი ეს-ს“  განუცხადეს, საავადმყოფოში 25 ადამიანი მოათავსეს, რომლებსაც კვამლით მოწამვლა დაუდგინდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მგზავრები და ეკიპაჟი ლონდონში უახლოესი რეისით გადაფრინდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები