პაკისტანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ პაკისტანის ქალაქ კვეტაში პოლიციის სასწავლებელზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმა ორშაბათს საღამოს მოხდა. შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენობაში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. გარდა ამისა, სამმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.
ტერაქტის დროს სასწავლებლის შენობაში 500-მდე კურსანტი იმყოფებოდა. ძალზე მალე ადგილზე სპეცრაზმის ნაწილების მობილიზება მოხდა. სროლის და აფეთქებების ხმები ორი საათის განმავლობაში ისმოდა.