ავსტრალიის გასართობ პარკში ოთხი ადამიანი დაიღუპა – ვიდეო
ავსტრალიის გასართობ პარკ Dreamworld-ში ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ცნობით, უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ატრაქციონზე მოხდა, რომლიც მთის ხელოვნურ მდინარეს წარმოადგენს.
პარკი Dreamworld ამჟამად ინციდენტს იძიებს. ეს დასასვენელი ადგილი 1986 წელს გაიხსნა. პარკში შესვლის უფლება 2 წლიდან ბავშვებს აქვს.