პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ კვეტას საავადმყოფოში ასზე მეტი დაჭრილი მიიყვანეს. მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. სულ კვეტას სასწავლებელზე თავდასხმის დროს იქ 500-მდე კურსანტი იმყოფებოდა.
თვითმხილველები იუწყებიან. რომ თავდასხმაში 5-6 ადამიანი მონაწილეობდა. სამს ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა.
ძალზე მალე სასწავლებელთან სპეცრაზმის ნაწილები იყო მობილიზებული. სროლის და აფეთქებების ხმები ორი საათის განმავლობაში ისმოდა.

_92076072_4ded25c6-2e47-4f4b-ab7b-e21616688c9f

_92076427_2d2e2c2a-14be-4eed-9cba-ddfe41e33517

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები