ლონდონის აეროპორტში, 21 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამაკაცი დააკავეს
ლონდონში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქალაქის აეროპორტში 21 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან არის დაკავშირებული.
მაშინ აეროპორტის შენობაში ტოქსიკური აირის გავრცელების შედეგად ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში დააკავეს. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ლონდონის აეროპორტიდან 21 ოქტომბერს 500 ადამიანი იყო ევაკუირებული. აეროპორტი სამი საათის განმავლობაში იყო დახურული.
პოლიცია ვარაუდობს, რომ შენობაში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რომელსაც თავდაცვის მიზნით იყენებენ.