ჩილეს პრეზიდენტს საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობა დარჩა

ჩილეში, მუნიციპალური არჩევნების დღეს, კურიოზი მოხდა. ჩილეს პრეზიდენტს მიშელ ბაჩელეტის საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობა დარჩა.
პრეზიდენტმა უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, ხოლო მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მაგიდაზე პირადობის მოწმობა დარჩენია.
ბაჩელეტი იძულებული გახდა კვლავ უკან დაბრუნებულიყო, რათა პირადობის მოწმობა წამოეღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები