ტრამპმა მოსულის გათავისუფლების ოპერაციას „სრული კატასტროფა“ უწოდა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციას „სრული კატასტროფა“ უწოდა. მისი განცხადებით, მოსულის შტურმი ვაშინგტონმა რამდენიმე თვით ადრე დააანონსა, რაც შეცდომა იყო.
„შეერთებულმა შტატებმა „ბოევიკები“ ფაქტობრივად გააფრთხილა. აშშ ძალიან სულელურად გამოიყურება,” – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.  ტრამპმა, ასევე, ამომრჩევლებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ამ ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები