ჯაბა კილაძე “ნაციონალებს” მიმართავს – „რატომ მკარნახობ, რა გავაკეთო?“

„რატომ მკარნახობ, რა გავაკეთო?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება მსახიობი ჯაბა კილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებისადმი მიმართვას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა ხმა არ უნდა მისცეს, რადგან ისინი პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.
“გავრცელდა მათი საზოგადოებისადმი მიმართვა, სადაც ნაციონალები ითხოვენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა ხმა არ უნდა მისცეს იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან წარდგენილნი და შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელონ.
„ამბობენ „ოცნებას“ მხარი არ დაუჭიროთო, გამოდის ნაციონალებს მივცეთ ხმა? ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც გული, ტვინი, კაცობა და მოქალაქეობრივი მრწამსი უკარნახებს. სამოქალაქო საზოგადოებამ იცის რო რამე? სხვა საქმით დაკავდეს, რაც ხალხს გამოადგება. რატომ მკარნახობ, რა გავაკეთო? არ ვართ სათანადო დონეზე, რომ თავად გადავწყვიტოთ, რა გვინდა?! ქართველი კაცი უფრო ჯიუტია, ვიდრე დამჯერე, რომ ეტყვი, ასე უნდა მოიქცეო, ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებს. ეს უნდა გაითვალისწინონ. არ ქნან , არ უკარნახონ, თორემ მთლად დაიფსებიან და დაიქცევიან.“ – აცხადებს მსახიობი ჯაბა კილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები