რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  – აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს 

აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში რუსეთი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ლავროვის მოადგილემ ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას უკვე დიდი ხანია ატარებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ღონისძიებები, რათა სანქციების გამკაცრების შემთხვევაში მათ პასუხი გავცეთ,“ – განაცხადა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაში არსებული მდგომარეობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება არ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები