დატოვა თუ არა საქართველო პაატა ბურჭულაძემ და რატომ უჩივიან მევალეები მსოფლიო ბანს

გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე უკვე დიდი ხანია ოფისში არ გამოჩენილა. არჩევნების შემდეგ იგი მევალეებს ემალება. მსოფლიო ბანის პოლიტიკაში ოფიციალურად აღიარებული ვალი ერთ მილიონს აღწევს.
როგორც გამოცემა წერს, მევალეები მალე სასამართლოში ჩივილს აპირებენ და სწორედ ამ გზით გეგმავენ, რომ მოითხოვონ პარტიის ანგარიშების დაყადაღების უფლება.
ვარაუდობენ, რომ ბურჭულაძემ საქართველო უკვე დატოვა.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, ამჯერად პაატა ბურჭულაძის პარტია მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ეს პარტია მარგველაშვილის დასაყრდენი ძალა გახდეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარგველაშვილი ღიად ამ პარტიის უკან არ გამოჩნდება. შემდეგ, როგორც საჭიროება მოითხოვს.
თუკი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი გაუქმდება, მაშინ ადმინისტრაციის თითქმის სრული შემადგენლობა სწორედ ამ პარტიაში გადაინაცვლებს და ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადებიან”, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები