ოქიტაშვილი “ნაციონალების” სიძულვილის მიზეზებს ასახელებს – “ჟვანიას საფლავთან ნათურა იყო დამონტაჟებული”

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დღემდე ორი მიზეზის გამო ვარ გამწარებული და არც ვმალავ“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს.
დავით ოქიტაშვილი ამავე ინტერვიუში იმ ორ მიზეზს ასახელებს, რისთვისაც მას „ნაციონალური მოძრაობა“ სძულს.
„ეს არის ზურას მკვლელობა და ჩემი შვილებით შანტაჟი. გარაჟში მცემეს და შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ, სახლის კართან დაგიგდებთო. ბავშვისთვის სიმართლე როგორ მეთქვა, როცა მეკითხებოდა – მამა სკოლაში რატომ არ მიშვებო? ვერ აღგიწერთ, ოჯახმა რა დეპრესია გადავიტანეთ. ვისთვის მეჩივლა, რომელ სასამართლოში მეპოვა სიმართლე? დღემდე ინვალიდი ვარ, ცემის მერე თავის ტკივილები დამრჩა, დიაბეტი მაქვს. ერთგან ვთქვი, ზურაბ ჟვანია მოკლეს-მეთქი, მერე “ნაციონალების” საწინააღმდეგო მიტინგზე დამინახეს და დევნა დამიწყეს. როგორც ჟვანიას გუნდის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველად მე გამომიშვა მერიიდან – ბედნიერი ვარ, რომ ამ ნულპროცენტიან და ამაზრზენ პოლიტიკოსთან არ მიმუშავია. ნიკა რურუამ კულტურის სამინისტროდან გამომიშვა“, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.
ამასთანავე, დავით ოქიტაშვილი ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, სადაც იგი მეგობრებთან ერთად, ღამის საათებში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ავიდა. თუმცა, ისინი ვიღაც უნობმა პირმა არ შეუშვა. „დიდუბის პანთეონის ჭიშკარს როცა მივუახლოვდით, სანამ ზურას საფლავთან მივიდოდით, მექანიკურად აინთო – სადარბაზოებში რომ არის დამონტაჟებული და ვიბრაციაზე ინთება, ზუსტად ისეთი ნათურა. უცებ ჩვენ წინ გაჩნდა ვიღაც ტიპი და გვითხრა, – რა გნებავთ, აქ შემოსვლა არ შეიძლება, აქედან მიბრძანდითო. დავინტერესდით, ვინ იყო ეს ადამიანი. ზედმეტ კითხვებს ნუ სვამთ, აქ შემოსვლა აკრძალულიაო! სამოქალაქო ფორმა ეცვა, მაგრამ წარმოგვიდგა, როგორც პანთეონის დაცვა. არადა, პანთეონს დაცვა არც მაშინ ჰყავდა და არც ახლა ჰყავს. ვისგან და რისგან იცავდა ის პირი ჟვანიას საფლავს? იქნებ იქ იმიტომ იდგა, ვინმეს ჟვანიას საფლავი არ ამოეთხარა და ზედმეტი კითხვები არ დაესვა? ხომ ამბობდნენ, საფლავს ზემოდან ბეტონი დაასხეს, რაღაც სითხე ჩაასხესო. ორი თვის განმავლობაში ის დაცვა იქ იდგა, საკითხავია, ვის უნდა დაეყენებინა ნათურა ჟვანიას საფლავთან, ოჯახს ის არ დაუმონტაჟებია, რა თქმა უნდა იმას, ვინც დაინტერესებული იყო იმ საფლავში ჟვანიას გვამის ყოფნა-არყოფნით. ამ საცოდავებს მიცვალებული ზურასიც კი ეშინოდათ,“ – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები