ვალერი გელაშვილი: ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხაშურის მოსახლეობას ვალერი გელაშვილმა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. „წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!”, – აღნიშნა მან.
ამასთან, ხაშურის ცენტრში ახალგაზრდების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია,მსვლელობა გაიმართა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. “გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ჩავებათ აქტიურად. როგორც მოგეხსენებათ ხაშურში, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იყრის კენჭს. კარგად გადავხედეთ მათ წარსულ ცხოვრებას და არჩევანი გავაკეთეთ ნათელ მომავალზე”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები