“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს”

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს და ერთი-ორი პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის გუნება – განწყობაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკას.
გარდა ზერელე კრიტიკისა, მათგან ოთხი წლის მანძილზე ვერანაირი საინტერესო წინადადება ვერ მოვისმინეთ“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, აბაშიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სერიოზული წინსვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.
კითხვაზე, ამ ფონზე დაანონსებული ბიზნესურთიერთობის გაღრმავება და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება რა პოლიტიკურ დივიდენდს მოუტანს საქართველოს.
აბაშიძე შემდეგნაირად პასუხობს:
“ნოემბერ -დეკემბერში იგეგმება რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი – დაინტერესებული არიან ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებით. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაამარტივა. როგორც პრაღაში 19 ოქტომბერს მოვისმინეთ, ამჟამად მუშაობენ სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე“, -აცხადებს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები