იან კელი: “მოვუწოდეთ პარტიებს, არ გამოეთიშონ არჩევნებს”

“მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და არ გამოეთიშონ არჩევნებს”, – აღნიშნული განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან გააკეთა
მისივე თქმით, მათ გამოთქვეს შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით.
“ეს იყო ძალადობის და დაშინების ინციდენტები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობენ ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და არ გამოეთიშონ არჩევნებს”,- განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები