ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის, ასევე ადგილობრივი შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”პატრიოტთა ალიანსმა”.

”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ: #5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27.11%, რაც არის 27 მანდატი, #8 ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, რაც არის 6 მანდატი, #41 ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, რაც არის 44 მანდატი”, – აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა და ყველა მათგანი წარმოდგენილი იყო ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ.

”კერძოდ, #3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაზა ხუციშვილი, #4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – მამუკა მდინარაძე, #5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ნინო გოგუაძე, #14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი ვოლსკი, #25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ირაკლი შიოლაშვილი, #31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – სავალან მირზოევი, #32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოდერძი ჩანქსელიანი, #33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი, #34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – კახაბერ ოქრიაშვილი, #35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – რუსლან გაჯიევი, #38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაქარია ქუცნაშვილი, #40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი თოთლაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გედევან ფოფხაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ენზელ მკოიანი, #50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ელგუჯა გოცირიძე, #53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე, #54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ლილუაშვილი, #55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ მიქელაძე, #57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ცოტნე ზურაბიანი, #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე, #59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – არჩილ თალაკვაძე, #62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ოთარ დანელია და #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე”, – აცხადებენ ცესკოში.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები