შევა თუ არა პარლამენტში სანდრა რულოვსი მისი თანაგუნდელებისთვის უცნობია  

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ვერ აკონკრეტებს, შევა თუ არა პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის მე-2 ნომერი სანდრა რულოვსი.
როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე კითხვით თავად სანდრა რულოვსს უნდა მიმართონ.
“პარლამენტში შევა თუ არა, ეს უნდა ჰკითხოთ თავად ქალბატონ სანდრას. მან მიიღო ერთი გადაწყვეტილება და მიიღებს ალბათ მეორესაც”,-განმარტა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება რულოვსმა დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები