ნიკა მელია სანდრა რულოვსს გადაწყვეტილებას უწუნებს – „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბრძოლაზე ვთქვათ უარი“

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაადასტურა, რომ ზუგდიდში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურს გამოეთიშა. მელია რულოვსს გადაწყვეტილებას უწუნებს და აცხადებს, რომ მისი ნაბიჯი ლამაზი ჟესტი არ არის.
“ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრისთვის,რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს, რომ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს, ეს ყოველივე ჩემთვის მიუღებელი გახლავთ. ახლა ვარ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდელი ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ უთანასწორო ბრძოლაში, რასაც ადგილი აქვს 2012 წლიდან, ბუნებრივია ეს ბრძოლა 2016 წელსაც არ იქნებოდა ადვილი. ზუგდიდში, სადაც გაიმარჯვა ჩვენი გუნდის წევრმა პირველივე ტურში, არ არის ლამაზი ჟესტი, რაც მან გააკეთა. მე ვაპირებ ბრძოლას, სანამ ივანიშვილი არის სადავეებთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება ბრძოლაზე ვთქვათ უარი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება სანდრა რულოვსმა დღეს გააკეთა.
ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც რჩება და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები