ილია კოკაია მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატს მისცენ ხმა

ზესტაფონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ილია კოკაია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურის არჩევნებზე მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, შალვა კიკნაველიძეს დაუჭირონ.
როგორც კოკაიამ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებთან საუბრისას აღნიშნა, “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები შეძლებენ, მას ყველა იმ პირობის შესრულება მოთხოვონ, რასაც კიკნაველიძე წინასაარჩევნოდ ჰპირდება ამომრჩეველს.
შეგახსნებთ, რომ ილია კოკაია ზესტაფონის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, თუმცა მეორე ტურისთვის საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები